მოურინიო: საუთგეიტს ბოდიში მოვუხადე

"მომხდარი ფაქტის გამო საუთგეიტს უკვე ვესაუბრე და მსურს ეს პუბლიკასაც ვამცნო. როდესაც ის მოვიხსენიე "გერით" აუხსენი, რომ ინგლისში ამდენი წელი მაქვს გატარებული და მუდამ მეგონა, რომ ეს სიტყვა "გარეთის" შემოკლებული ვარიანტი იყო. მას ვუწოდე გერი, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. მისდამი უაღრესად დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე, ასე საჯაროდ."
"მეგონა, რომ მისი მისამართით სწორად ვიქცეოდი, საბოლოო ჯამში კი შეურაწყოფა გამომივიდა. ასე, რომ მას სრული უფლება აქვს ჯონი დამიძახოს, ამას ყოველგვარი წყენის გარეშე მივიღებ." - ციტირებს Talksport-ი პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყევებს.