ოფიციალურად: შაჩირის COVID 19-ი დაუდასტურდა

შაჩირი "ლივერპულის" მთავარი გუნდის რიგით მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ხსენებული დიაგნოზი დაუსვეს. მანამდე, ინფექციის გამო, გუნდს მიღმა დარჩნენ ტიაგო ალკანტარა და სადიო მანე. სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსი აღმოუჩნდა მერსისაიდელთა მცველს კოსტას ციმიკასსაც, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
COVID-19– ის გამო, შაჩირი ვერ დაეხმარება შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს, ხორვატიასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში. მატჩი 7 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ჯერდანი ასევე გამოტოვებს ესპანეთთან (10 ოქტომბერი) და გერმანიასთან (13 ოქტომბერი) მოახლოებულ ერთა ლიგის დაპირსპირებებსაც.
Xherdan Shaqiri has tested positive for COVID-19, the Swiss Football Association has announced.
— Liverpool FC (@LFC) October 6, 2020