ოფიციალურად: "სევილიამ" კარიმ რეკიკი გაიფორმა

ოფიციალურად: "სევილიამ" კარიმ რეკიკი გაიფორმა ბერლინის "ჰერტას" ჰოლანდიელი უკანახაზელი კარიმ რეკიკი, ამიერიდან "სევილიას" ღირსებას დაიცავს. ხსენებულ ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს ესპანური კლუბის ვებ-გვერდი.

"სევილიას" აღნიშნული გარიგება 4 მილიონი ევრო დაუჯდა. ხელშეკრულება 5 წლიანია, შესაბამისად კარიმ რეკიკი ესპანეთში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ფეხბურთელი "ჰერტას" რიგებში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე ის "მარსელის" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 2,5 მილიონი ევრო შეადგინა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.