France Football: კასილასი საკუთარ კარიერაზე საუბრობს

France Football: კასილასი საკუთარ კარიერაზე საუბრობს ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი იკერ კასილასი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ კარიერაზე საუბრობს.

"საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რთული არ ყოფილა, ვინაიდან ეს ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ეს ფაქტი კონკრეტულ გარემოებებს უკავშირდებოდა და შესაბამისად მე სხვა არჩევანი უბრალოდ არ მქონდა. ამას უნდა შევგუებოდი. რამდენიმე წლით ადრე, სანამ გულის შეტევა დამემართებოდა ვფიქრობდი, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მომავალი. რა თქმა უნდა, ყოველ წელს სულ უფრო ვუახლოვდებოდი კარიერის დასასრულს, მაგრამ ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც ეს მე მქონდა ჩაფიქრებული. ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს." - ციტირებს გამოცემა France Footbal-ი ლეგენდარული კიპერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს იკერ კასილასმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. იკერი მადრიდის "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელია. ის ამ კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. გუნდთან ერთად მოიგო 18 ტიტული. არის ესპანეთის 5 გზის ჩემპიონი და უეფას ჩემპიონათა ლიგის 3 გზის ტრიუმფატორი. გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ექიმებმა კასილასს აქტიური ფეხბურთიდან წასვლა ურჩიეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.