AS: დესტი ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს

AS: დესტი ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული სერჟინიო დესტი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში, ლიონელ მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს. ახალგაზრდა უკანახაზელის განცხადებით, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, მესისთან შეხვედრა მაინც გამორჩეული იყო.

"გუნდის თითოეულ ფეხბურთელს შევხვდი, მათ შორის ლიონელ მესისაც. არგენტინელი ინგლისურ ენაზე არ საუბრობს, თუმცა მასთან შეხვედრა მაინც განსაკუთრებული იყო. სიმართლე რომ ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს რა მითხრა, მაგრამ ორივე ვუღიმოდით ერთმანეთს. ყველაფერი კარგად იქნება." - ციტირებს გამოცემა AS სერჟინიო დესიტის სიტყვებს.

ამსტერდამის "აიაქსის" რიგებიდან დესტის ტრანსფერი 21 მილიონი ევრო დაჯდა. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუსებსაც 5 მილიონი ევროს ოდენობით. კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.