არტეტა: თომასი "არსენალს" გააძლიერებს

”რაღაც დროის მანძილზე თომასს ვაკვირდებოდით, ამიტომ ახლა ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი დაემატა. ის არის დინამიური მოთამაშე, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია გააჩნია. მას ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშის დიდი გამოცდილება დაუგროვდა, კლუბში რომელიც ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა.
ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დამოკიდებულებამ და თამაშისადმი მიდგომამ. თომასი საკმაოდ გონიერი ფეხბურთელია, ჩვენ სულმოუთმენლად ველით მას ინტეგრირებას საკუთარ სისტემაში, მის მიერ შეტანილი წვლილი ხელს შეუწყობს კლუბის პროგრესს.” - ციტირებს არტეტას სიტყვებს ლონდონური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.
🔴🤝🇬🇭#NoThomasNoPartey https://t.co/lJUUH2gUyz
— Arsenal (@Arsenal) October 5, 2020