ოფიციალურად: თომას პართეი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია

ოფიციალურად: თომას პართეი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია ლონდონის "არსენალმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, თომას პართეის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ინგლისურმა კლუბმა გააქტიურა კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსყიდვის ოფცია - 50 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ.


”თომასს აქვს ყველა ის საჭირო თვისება, რაც მას დაეხმარება "არსენალში" საუკეთესო მოთამაშე გახდეს. ის არის ნამდვილი ლიდერი, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. თომასი ზუსტად ის ფეხბურთელია ვისი ხილვაც გვსურდა საკუთარ კლუბში. ვგრძნობთ, რომ მას უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, მის მიერ გამართული შეხვედრები გულდასმით გავაანალიზეთ და შესაბამის დასკვნამდეც მივედით.

მისი ყოვლისმომცველი თამაშისა და აგრესიული სტილის წყალობით, ის ჩვენი გუნდისათვის შესანიშნავი დანამატი იქნება. სეზონი კარგად დავიწყეთ და გვინდა იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. ახლა თომასი ჩვენი კლუბის შემადგენელი ნაწილია"
- განაცხადა "არსენალის" ტექნიკურმა დირექტორმა ედუარდო გასპარმა.

ლონდონის "არსენალში" თომასმა 18 ნომრიანი მაისური აირჩია.

2019/2020 წლების სეზონში ხსენებულმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 ასისტი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.