ოფიციალურად: ბუნა სარი "ბაიერნის" ფეხბურთელია

ოფიციალურად: ბუნა სარი "ბაიერნის" ფეხბურთელია მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე "მარსელის" მცველის ბუნა სარის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

”ბუნა სარი დინამიური მარჯვენა მცველია, რომელიც შესანიშნავად მიესადაგება ჩვენს გუნდს. დარწმუნებული ვარ, ის "ბაიერნს" გააძლიერებს. 28 წლის ასაკში, ბუნა სტაბილურობით გამოირჩევა, არის გამოცდილი ფეხბურთელი და გვჯერა, რომ ის ჩვენს კლუბში საკუთარ პროგრესს გააგრძელებს”- განაცხადა ჰასან სალიჰამჯიჩმა.

”მოხარული ვარ, რომ ვუერთდები ისეთ დიდებულ კლუბს, როგორიც მიუნხენის "ბაიერნია". ჩემი ოცნება ახდა, მე ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის რათა ამ კლუბის წარმატებული ისტორია გავაგრძელო” - ეს კი თავად ფეხბურთელის სიტყვებია.

სარი მარსელის რიგებში 2016 წლიდან გვევლინება. გასულ სეზონში, მცველმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ჩემპიონატის 27 მატჩში, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 3 შედეგიანი გადაცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ