ოფიციალურად: დუგლას კოშტა "ბაიერნში" დაბრუნდა

ოფიციალურად: დუგლას კოშტა "ბაიერნში" დაბრუნდა ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დუგლას კოშტა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს. "ბაიერნმა" ხსენებული ფეხბურთელი არენდის წესით გაიფორმა. კოშტა მიუნხენური კლუბის რიგებში 2021 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.

"მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული, რომელიც უამარავ გამარჯვებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, კვლავ ვიბრძოლებთ ტიტულების მოსაპოვებლად." - აცხადებს კოშტა.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი შემტევი "ბაიერნში" 2015-2017 წლებში ასპარეზობდა. ამ დროის მაინძილზე ის ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.