ულე გუნარ სულშერი: «მაღალ დონეზე კავანის ჯერ კიდევ აქვს სათქმელი»

ულე გუნარ სულშერი: «მაღალ დონეზე კავანის ჯერ კიდევ აქვს სათქმელი» «მანჩესტერ იუნაიტედის» მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში, 33-წლის ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის, ტრანსფერზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ედინსონი გამოცდილი პროფესიონალია, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებს საკუთარი გუნდისთვის. მისი შედეგიანობა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში უბრალოდ ფანტასტიკურია და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი გავიფორმეთ».

კავანი გუნდშ ენერგიას, ძალას, ლიდერობას და დიდებულ მენტატილეტს მოიტანს, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გოლებს გაიტანს. ამ დრომდე მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, თითქმის ყველა კლუბში ტიტულები აქვს მოგებული. მაღალ დონეზე კავანის ჯერ კიდევ აქვს სათქმელი», - განაცხადა სულშერმა.

დადასტურებული ინფორმაციით ფეხბურთელსა და ინგლისურ გრანდს შორის მოქმედი ხელშეკრულება ერთი სეზონით გაფორმდება და დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც იქნება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.