ედინსონ კავანი «მანჩესტერ იუნაიტედის» ფეხბურთელია

დადასტურებული ინფორმაციით ფეხბურთელსა და ინგლისურ გრანდს შორის მოქმედი ხელშეკრულება ერთი სეზონით გაფორმდება და დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც იქნება.
ურუგვაელი ფორვარდი 2013/14 წლების შემდეგ ფრანგული «პარი სენ-ჟერმენის» რიგებს იცავდა. პარიზელებმა ნაპოლის ედინსონ კავანის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 64,5 მილიონი ევრო გადაუხადა.
2019/20 წლების დასრულების შემდეგ ურუგვაელ თავდამსხმელს ფრანგებთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ორმხრივი შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ კავანი პარიზში აღარ დარჩებოდა.
🇺🇾🔴 𝗠𝗮𝗱𝗲 𝗳𝗼𝗿 𝗠𝗮𝗻𝗰𝗵𝗲𝘀𝘁𝗲𝗿.
— Manchester United (@ManUtd) October 5, 2020
Ladies and gentlemen: introducing @ECavaniOfficial...#MUFC pic.twitter.com/2tBLCdtjdL