ევრა: სულშერის გადაყენება? ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს

ევრა: სულშერის გადაყენება? ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პატრის ევრა კლუბში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელის ცვლილება პრობლემას ვერ მოაგვარებს. მისი მოსაზრებით, "იუნაიტედის" ფუნდამენტური პრობლემა არასწორ მენეჯმენტში და არასწორ სატრანსფერო პოლიტიკაშია.

"მიმდინარე სეზონში არაფერს ველი. ძალიან ვწუხვარ, თუნდაც მთავარი მწვრთნელის გამოც. ახლა ყველა იმაზე ისაუბრებს, რომ სულშერის წასვლის დრო მოვიდა. რა სჭირს ამ გუნდის მენეჯმეტს? ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, რამდენ მწვრთნელს უშვებდნენ ყოველწლიურად? ეს პრობლემის გადაწყვეტაა? ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე ტრანსფერს ეხება კლუბი მართებულად თანხებს არ ხარჯავს. ეს იგივეა, ახლა მე რომ ავტომობილის ყიდვა მოვინდომო, ვიცოდე მისი რეალური ფასი და ნაკლები თანხა შევთავაზო გამყიდველს." - აცხადებს პატრის ევრა გამოცემა Daily Mail-თან მიცემულ ინტერვიუში.

ულე გუნარ სულშერი, რიგით მეხუთე მთავარი მწვრთნელია ვინც მანჩესტერ "იუნაიტედს" სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ წვრთნიდა. მისი წინამორბედები იყვნენ : დევიდ მოიესი, რაიან გიგზი, ლუი ვან გაალი და ჟოზე მოურინიო.

მოცემულ მომენტში, მანჩესტერ "იუნაიტედი" მოპოვებული სამი ქულით, ინგლისის ჩემპიონატში მე-16 პოზიციაზე იმყოფება. რეიტინგს "ევერტონი" ლიდერობს. კარლო ანჩელოტის შეგირდების აქტივში 12 ქულაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.