კლოპი: უამრავი შეცდომა დავუშვით

"დიახ, შემიძლია დავიჯერო ის რაც დაგვემართა. მე ეს საკუთარი თავლებით ვნახე. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ მეტოქე გუნდის კარგი თამაში. ისინი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყვენენ. მოქმედებდნენ ძალიან გონივრულად და გამარჯვების მოსაპოვებლად ძალებს არ იშურებდნენ. ჩვენ სწორედ ეს დაგვაკლდა"
"გვქონდა, რამდენიმე კარგი მომენტი, რომელიც ვერ გამოგვეყენებინა. როდესაც 7 გოლს უშვებ, ვერ იტყვი, რომ მატჩის დასრულება 7:7 შესაძლებელი იყო. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს კრიტიკული აღმოჩნდა. ყველაფერი პირველი გოლით დაიწყო. გოლიდან გოლამდე რიგ შეცდომებს ვუშვებდით. ვკარგავდით ისეთ ადგილზე ბურთს, სადაც ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. არ ვიცავდით საკუთარ თავს ისე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვდა. თითოეული დაკარგული ბურთი კი კონტრშეტევის ფასად დაგვიჯდა." - ციტირებს გამოცემა BBC იურგენ კლოპის სიტყვებს.
Defeat at Villa Park. #LFC | #AVLLIV
— Liverpool FC (@LFC) October 4, 2020