ევრა: განრისხებული ვარ

ევრა: განრისხებული ვარ მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პატრის ევრა, ლონდონის "ტოტენჰემთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკები" დამანგრეველი ანგარიშით 6-1 დამარცხდენენ. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარეობდა.

"ძალიან აღელვებული ვარ. რა სჭირს ჩემს კლუბს? რთულია ისეთი პოზიტიური ადამიანის წყობიდან გამოყვანა, როგორიც მე ვარ. ზოგადად ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ კლუბში მომუშავე ბევრი ადამიანი სახეში ძლიერ გალაწუნებას იმსახურებს. "იუნაიტედში" რომ ვმუშაობდე, მოცემულ მომენტში ზუსტად ამით დავკავდებოდი." - აცხადებს ევრა გამოცემა Daily Mail-თან საუბრის დროს.

4 ტურის შემდეგ, მანჩესტერ "იუნაიტედი" მოპოვებული 3 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ბურთების შეფარდება 5-11-ზე. პრემიერ ლიგას 12 ქულით "ევერტონი" ლიდერობს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.