აური: "ლიონში" დარჩენა მსურს

აური: "ლიონში" დარჩენა მსურს საფეხბურთო კლუბ "ლიონის" ნახევარმცველი უსემ აური, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მცირე კომენტარს აკეთებს.

"მე ძველებურად ვგრძნობ, რომ კვლავ შემიძლია ამ გუნდს და ამ კლუბს დახმარება აღმოვუჩინო. აქ დარჩენა მსურს, რათა შევძლო და მშობლიურ კლუბში საკუთარი თავგადასავალი განვაგრძო." - აცხადებს აური.

ზემოხსენებული ფეხბურთელის მიმართ, დიდ დაინტერესებას იჩენს ერთბაშად ოთხი ევროპული ტოპ-კლუბი: მადრიდის "რეალი", მანჩესტერ "სიტი", ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "არსენალი".

22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 49,5 მილიონ ევროდ აფასებს. ეს ფეხბურთელი "ლიონის" შემადგენლობაში 2016 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.