"ჰერტასთან" გამართულ მატჩში ლევანდოვსკი "პოკერის" ავტორი გახდა

"ჰერტასთან" გამართულ მატჩში ლევანდოვსკი "პოკერის" ავტორი გახდა გერმანიის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში, ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და ბერლინის "ჰერტა" დაუპირისპირდნენ, რობერტ ლევანდოვსკი "პოკერის" ავტორი გახდა. პოლონელმა გოლიადორმა მე-40, 51-ე, 85-ე და 93-ე წუთებზე გატანილი გოლებით გამოიჩინა თავი. ჯამში "ბაიერნმა" მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 4:3 იმარჯვა.

"დღეს შეგიძლიათ ლევ4ანგოლსკი დამიძახოთ" - წერს სოციალურ ქსელში "ბავარიელთა" შემტევი.


მოცემულ მომენტში, მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 6 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. გერმანიის ჩემპიონატს 7 ქულით საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" ლიდერობს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.