FCT: კრისტიან ანსალდმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

განვლილ სეზონში ტორინო გადარჩენისთვის იბრძოდა, არსებობდა რეალური შანსი იმისა, რომ ხსენებული გუნდი იტალიის უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნილიყო. საბოლოო ჯამში "ტორინომ" მე-16 ადგილი დაიკავა. აგვისტოს თვის დასაწყისიდან კი გუნდს მარკო ჯანპაულო ხელმძღვანელობს.
Ansaldi, rinnovo fino al 2021 https://t.co/1ultDHybJP #SFT
— Torino Football Club (@TorinoFC_1906) August 18, 2020
რაც შეეხება თავად კრისტიან ანსალდს, ეს ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა, მილანის "ინტერის", მადრიდის "ატლეტიკოს", "ზენიტის" და "რუბინის" ღირსებას. 2008-2016 წლებში ფეხბურთელი რუსეთში მოღვაწეობდა.
გასულ სეზონში კრისტიანმა ტორინოს მაისური 27 ორთაბრძოლაში მოირგო. გაიტანა ოთხი გოლი და განახორციელა ამდენივე შედეგიანი გადაცემა.