რუნი: სანჩო დიდებული ფეხბურთელია, თუმცა...

რუნი: სანჩო დიდებული ფეხბურთელია, თუმცა... ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი შემტევი უეინ რუნი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

”ჯეიდონ სანჩო შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ცოტა უცნაურად მიმაჩნია, რომ ის არის მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე. რატომ უნდა გადაიხადოთ დაახლოებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი ისეთ ფეხბურთელში, რომლის მსგავსიც უკვე გუნდშია? "იუნაიტედს" ჰყავს მარკუს რაშფორდი და ენტონი მარსიალი, მაგრამ როგორ იმოქმედებს სანჩოს ჩამოსვლა მეისონ გრინვუდის პოზიციაზე? თითქმის იმავე ასაკის მოთამაშე, რომელიც იმავე პოზიციაზე ასპარეზობს.

მე მირჩევნია 100 მილიონი დაიხარჯოს ჰარი კეინის ტრანსფერზე. დიახ, ეს ძალიან რთული იქნება, შეუძლებელიც კი , მაგრამ "იუნაიტედი" არის გუნდი, რომელიც ყოველთვის უნდა შეეცადოს შეიძინოს საუკეთესო საუკეთესოებს შორის. კეინი - ზუსტად ის არის, ვინც ასე სჭირდება სულშერს, ისევე როგორც ერლინგ ჰოლანდი, რომელიც შარშან ხელიდან გავუშვით. ნამდვილი "ცხრიანი"- სულ რამდენიმე ადამიანი შეესაბამება ამ აღწერას და თამაშობს ელიტარულ დონეზე. მანჩესტერ "იუნაიტედის" შანსები, მოიპოვოს ტიტული, სწორედ ამგვარი ფეხბურთელების აყვანით იზრდება
" - აცხადებს უეინ რუნი Times-თან მიცემულ ინტერვიუში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.