სტეფან ელ შაარავი «რომაში» დაბრუნებასთან ახლოსაა

სტეფან ელ შაარავი «რომაში» დაბრუნებასთან ახლოსაა ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «შანხაი შენხუას» შემტევი გარემარბი სტეფან ელ შაარავი «რომაში» დაბრუნებასთან ახლოსაა.

27 წლის ფეხბურთელი უკანასკნელი რამდენიმე დღეა რომში იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს რომაელების ყოფილ ფიზიოთერაპევტთან, მარკო ფერელისთან. Corriere dello Sport იტყობინება, რომ ელ შაარავიმ ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად ჩინეთის ჩემპიონატში მოქმედი პაუზაა, რომელიც 2021 წლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი შემტევი წარსულში «რომას» რიგებს 2016-დან 2019 წლამდე იცავდა. ელ შაარავის მოქმედი კონტრაქტი ჩინურ კლუბთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით 27-წლის შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 12 მლიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.