დინ სმიტი: ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ

"ლივერპულმა შესანიშნავ შედეგს მიაღწია "ვილა პარკ" არენაზე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში, რა დროსაც ამ გუნდმა 5-0 იმარჯვა. მაშინ მე ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა. დღეს არც კი გვიოცნებია, რომ მსგავსი დიდი ანაგარიშით გამარჯვება შესაძლებელი იქნებოდა.
თამაში თავიდან ბოლომდე გამორჩეული იყო. ჩვენ შევქმენით ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი, ისეთი დიდებული გუნდის წინააღმდეგ როგორიც "ლივერპულია". ეს გუნდი გამორჩეულია, როგორც დაცვაში ისე, მთლიანად უკლებლივ ყველა რგოლში. ჩვენ ვიმუშავეთ, გასული სეზონის ბოლოდან მოყოლებული შესანიშავი დინამიკა შევინარჩუნეთ და სერიოზულად გავაუმჯობესეთ სათამაშო ხარისხი. რაც შეეხება ოლი ვატკინსს, ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის ღირებულებაში, მაგრამ დღეს, როდესაც მან ჰეთ-თრიკი გაიფორმა, მეჩვენება, რომ მისი ფასი გასამმაგდა” - ციტირებს სმიტის სიტყვებს გამოცემა BBC–ი.
The 𝗣𝗘𝗥𝗙𝗘𝗖𝗧 hat-trick. 🎩
— Aston Villa (@AVFCOfficial) October 5, 2020
Ollie Watkins' first-ever Premier League goals! 🔥 pic.twitter.com/QBhhD6HxEz