სულშერი: ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე საშინელი დღე!

სულშერი: ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე საშინელი დღე! ინგლისის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ეგიდით, "ტოტენჰემთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი. შეგახსენებთ, ლონდონურმა კლუბმა "იუნაიტედი" გასვლით ორთაბრძოლაში ანგარიშით 6-1 დაამარცხა.

"მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში, ჩემი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ეს ყველაზე საშინელი დღეა. ეს ყველაზე საშინელი დღეა მთლიანად ამ გუნდის ფეხბურთელებისთვის, თუმცა ეს არ არის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგება, ასეთ რამ ადრეც ხდებოდა. ახლა, ამ ყველაფრის ახსნა, ძალიან რთულია. ჩვენ დაგვამარცხეს ანგარიშით 6-1. ეს ძალიან კარგმა გუნდმა გააკეთa. ამ ყველაფერში ჩვენ თავად შევიტანეთ დიდი წვლილი."

"მატჩის ბედზე, დიდი გავლენა მოახდინა მიღებულმა წითელმა ბარათამა. მარსიალი ქებას იმსახურებს, იმ ეპიზოდის გამო, როდესაც ლამელმა მას დაარტყა ის კი ძირს არ დაეცა. საპასუხოდ ანტონმა მცირე ძალით ხელი ჰკრა ლამელს, რომელსაც ალბათ მიღებული დაზიანების გამო ოპერაცია დასჭირდება... ანტონს ძალიან კარგად ესმის, რომ მას მსგავსი რეაგირება არ უნდა მოეხდინა, მაგრამ მარსიალი თვითონ, რომ დაცემულიყო მაშინ წითელ ბარათს სხვა ბიჭი მიიღებდა.
" - ციტირებს გამოცემა ВВС ულე გუნარ სულშერის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.