მოურინიო "იუნაიტედთან" მოპოვებულ გამარჯვებაზე საუბრობს

"წარმოიდგინეთ, მათ რომ შემტევი ფეხბურთის მოყვარული მთავარი მწვრთნელი ჰყოლოდათ. დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელით შეძლეს და გაიტანეს ოთხი, ხუთი, ექვსი გოლი. შემტევი სპეციალისტით ალბათ ათს, თერთმეტს ან თორმეტს გაიტანდნენ. არსებული მენტალიტეტი მართლაც, რომ გამორჩეულია. ფეხბურთელები შესანიშნავად მოქმედებენ. თითოეული მათგანი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. გუნდი სავსეა ნიჭიერი მოთამაშეებით." - ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოცემა beIN Sports.