მემფის დეპაი «ბარსელონაში» სამედიცინო შემოწმებას გაივლის

წყაროს ინფორმაციით ესპანური გრანდი «ლიონს» მემფის დეპაის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც შეეხება ერიკ გარსიას ესპანელები ქალაქელებს 15 მილიონ ევროს გადაუხდიან. ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში იმოქმედებს ბონუსების სისტემაც.
Done deal! Eric #Garcia and Memphis #Depay to #Barça. #Barcelona will pay €15M + add-ons to #ManchesterCity for the centre-back and will pay €25M to #OlympiqueLyon for the dutch striker. Garcia will sign 5-year contract. Today they will have medicals. #transfers #FCB #MCFC #OL
— Nicolò Schira (@NicoSchira) October 5, 2020
შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი «ლიონში» 2017 წელს «მანჩესტერ იუნაიტედიდან» გადავიდა. ჰოლანდიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის ავტორი გახდა.
რაც შეეხება ერიკ გარსიას, ეს უკანასკნელი «ბარსელონას» აკადემიის აღზრდილია. 2016 წელს გარსია «მანჩესტერ სიტის» შემადგენლობაში გადავიდა. 19-წლის მცველმა გასულ სეზონში ინგლისური კლუბის მაისურით 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.