ფაბრიციო რომანო: "ბაიერნს" დუგლას კოშტა სურს

ფაბრიციო რომანო: "ბაიერნს" დუგლას კოშტა სურს ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი შემტევი დუგლას კოშტა, შესაძლებელია მის ყოფილ კლუბში ვიხილოთ. ფეხბურთელის შეძენით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვამცნობს.

წყაროს მტკიცებით, ხსენებული კლუბის მესვეურებმა არენდის ხელშეკრულებაზე თანხმობას მიაღწიეს. მიუნხენის "ბაიერნმა" დუგლას კოშტას დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კალუმ ჰადსონ ოდოის ტრანსფერზე, ლონდონის "ჩელსიდან" კატეგორიული უარი მიიღო.

დუგლას კოშტა "ბაიერნის" რიგებში 2015-2017 წლებში ასპარეზობდა. ტურინის "იუვენტუსთან" მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ბრაზილიელ მოიერიშეს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.