ოფიციალურად: მარკ როკა "ბაიერნის" ფეხბურთელია

სატრანსფერო თანხამ 9 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც 2025 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვალისწინებული. როკა "ესპანიოლის" აღზრდილი მოთამაშეა. ის 2016 წლიდან ასპარეზობს კატალონიელთა ძირითად გუნდში. გასულ სეზონში, მარკმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის 35 მატჩში. გამოირჩა 2 გატანილი გოლით და 1 შედეგიანი გადაცემით.