ბრუნო ლაბადია: იმედგაცრუებულები ვართ

ბრუნო ლაბადია: იმედგაცრუებულები ვართ გერმანიის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდლ მარცხს გამოეხმაურა ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი, ბრუნო ლაბადია.

ბრუნო ლაბადია ("ჰერტას" მთავარი მწვრთნელი): ”დღეს არც ისე ადვილია, ყველაფრის შეჯამება. ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებულები იმით, რომ ქულის გარეშე დავრჩით. ამას არ ვიმსახურებდით. გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა, გამუდმებით ათანაბრებდა ანგარიშს. ჩვენ ძალიან მარტივი გოლები გავუშვით, რაც მტკივნეულია. ინდივიდუალური თვისებების წყალობით, რობერტ ლევანდოვსკიმ ეს მატჩი "ბაიერნის" სასარგებლოდ დაასრულა. შეგვეძლო უფრო მეტად აგრესიულები ვყოფილიყავით. გუნდმა კუთვნილი ჯილდო ვერ მიიღო”

ალექსანდრე შვოლოვი: ”მას შემდეგ, რაც ჩვენ რამდენჯერმე გავათანაბრეთ ანგარიში, გუნდში გარკვეული იმედგაცრუება სუფევს ამ მარცხის გამო. მატჩს არ ვთმობდით. ზოგადად კი ჩვენ უმაღლესი დონის თამაში ვაჩვენეთ. "ბაიერნის" ფეხბურთელები, რომლებიც საჯარიმო ზონაში დარბიან, ისე არიან ორიენტირებულნი გოლებზე, რომ წარმოუდგენლად რთულია მათ წინააღმდეგ თამაში. ქულის მოპოვება დღეს ნამდვილად შეგვეძლო.”

ნიკლას სტარკი: ”რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნოა. ჩვენ გვქონდა მომენტები. ის, რომ სამი გოლი გავიტანეთ, მეტყველებს იმაზე, რისი შესაძლებლობაც გვქონდა. სამწუხაროდ, ჩვენ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით. ნამდვილად შეგვეძლო ქულის წამოღება. ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ. ”

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.