ფაბრიციო რომანო : ჰავერცთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება

წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. თავად 21 წლის ფეხბურთელი, საკუთარ ხელმძღვანელობას გარიგებაზე წასვლას თხოვს. 17 აგვისტოს გამართულ საქმიან შეხვედრაზე, "ჩელსის" წარმომადგენელმა ლევერკუზენის "ბაიერს" 20 მილიონი ევროთი ნაკლები შეთავაზა, ვიდრე ამას გერმანელები მოელოდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
Chelsea and Bayer Leverkusen still in talks for Kai Havertz.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 19, 2020
The player is pushing. The two clubs had a contact also on Monday - there’s a distance of €20M between Chelsea first bid and Bayer price tag.
Chelsea are going to use also add ons as part of the deal. 🔵 #CFC #Havertz
"ფარმაცევტები" 21 წლის ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებენ. ეს უკანასკნელი "ბაიერის" რიგებში 2016 წელს გამოჩნდა. 2019/2020 წლის განვლილ სეზონში ხსენებულმა ნახევარმცველმა 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 12 გატანილი გოლის და 6 ასისტის ავტორი. 2018 წლიდან კაი ჰავერცის გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც გვევლინება.