მიუნხენის "ბაიერნი" 4 - 3 ბერლინის "ჰერტა"

მიუნხენის "ბაიერნი" 4 - 3 ბერლინის "ჰერტა" გერმანიის ჩემპიონატის მესამე რაუნდის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნმა" ბერლინის "ჰერტა" მიიღო. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

ჰანსი ფლიკი: ”ამ გამარჯვების შეფასებისას, ყველა გარემოება უნდა იყოს გათვალისწინებული. არც ისე ადვილია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც 100 პროცენტით არ არიან მზად. ჩვენ ვიცით, რომ დაცვაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ და უკეთესი ზეწოლა მოვახდინოთ მეტოქეზე. ამ დროისთვის რამდენიმე პროცენტი ჯერ კიდევ გვაკლია. რაც განსაკუთრებით მახარებს ეს გუნდის მენტალიტეტია. ბიჭებმა გამარჯვების აბსოლუტური ხასიათი გამოავლინეს. შესვენების შემდეგ, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ კარგი ფეხბურთის ჩვენება, რომელიც ყველას ასე გვიყვარს. მიუხედავად დაღლილობისა, შესაძლებელია ჩვენი თამაშის ჩვენება. რობერტ ლევანდოვსკიმ ამის დემონსტრირება მოახდინა - მან არსებული შანსებიდან გოლები შექმნა. რობერტი აბსოლუტური- ბომბარდირია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან სხვა ელემენტებიც შემოიტანა: პასების დარიგება და დაცვაში გუნდის დახმარება. ამიტომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მას აქვს უნიკალური თვისებები. მხოლოდ მენტალიტეტის გამოც კი კომპლიმენტები ეკუთვნის გუნდს. ეს თამაში არ იყო "ბავარიული ფეხბურთი" და ეს ჩვენ კარგად ვიცით"

თომას მიულერი: ”რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ შევძელით ასეთი მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება. ვფიქრობ, ბევრი ნეიტრალური გულშემატკივარი გაბრაზდა, როდესაც 4:3 გახდა. ჩავლილი ინტენსიური დღეების შემდეგ, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ძალისხმევის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი საკუთარი დაცვით. ეს ეხება მთლიანად გუნდს. ჩვენ გვინდა ისევ ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც აღფრთოვანებას იწვევს. დღეს ჩვენს თამაშში კარგი ასპექტებიც იყო , მაგრამ - გატანილი გოლის შემდეგ ზეწოლის განხორციელება - აი რა გვაკლია, სწორედ ეს უნდა დავიბრუნოთ”.

ლეონ გორეცკა: ”ეს იყო ნამდვილი ე.წ სამუშაო გამარჯვება. შექმნილ ვითარებაში, ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ, ალბათ, ნაადრევად ავუშვით ფეხი სატერფულს. სანაკრებო შესვენების შემდეგ, ჩვენ ცოცხალი ფიქრებით დავბრუნდებით და ისევ მსუბუქად წარმოვჩინდებით მოედანზე."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ