გადაცემების რაოდენობით ლებრონ ჯეიმსი მეორე ადგილზეა

«ლეიკერსის» ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი, აღნიშნულ დაპირისპირებაში ლოს-ანჯელესის გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. 35-წლის ამერიკელი კალათბურთელის მონაგარი 25 ქულა, 10 ართმევა, 8 ასისტი და 2 ბლოკ-შოთია.
NBA-ს ისტორიაში, პლეი-ოფის სერიაში გადაცემების რაოდენობით ლებრონ ჯეიმსი მეორე ადგილზე იმყოფება 1842 გადაცემით. 35-წლის ცოცხალმა ლეგენდამ ჯონ სტოკტონს გადაუსწრო. ცხრილს მეჯიკ ჯონსონი ლიდერობს 2346 გადაცემით.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მიღწევა. ფინალურ სერიაში რეალიზებული გდებების რაოდენობით ლებრონ ჯეიმსმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამ მომენტში ამერიკელი კალათბურთელის აქტივში 545 გდებაა, რამაც საშუალება მისცა კარიმ აბდულ-ჯაბარისთვის გადაესწრო და მიუახლოვდა ცხრილის ლიდერს ჯერი უესტს (612).