«ჩელსი» მზადაა ემერსონი არენდით «იუვენტუსში» გაუშვას

«ჩელსი» მზადაა ემერსონი არენდით «იუვენტუსში» გაუშვას ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი და ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გავრცელებული პოსტით იტყობინება, რომ «ლონდონის ჩელსი» მზადაა ემერსონი «იუვენტუსში» იჯარის წესით გაასხვისოს.

წყაროს ინფორმაციით, იტალიის ნაკრების 25-წლის მცველმა ტურინელებთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. ფაბრიციო რომანო წერს, რომ იტალიური გრანდი ემერსონის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ევროს + ბონუსები გადაიხდის.


ემერსონ პალმიერი არისტოკრატების რიგებში 2017/18 წლების სეზონიდან ირიცხება. ლონდონელებმა 25-წლის მცველის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ რომას 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

იტალიელ მცველს მოქმედი კონტრაქტი ჩელსისთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ემერსონ პალმიერის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 24 მილიონ ევროს შეადგენს.
---
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.