რომანო: დეპაის ტრანსფერისთვის «ბარსელონამ» დემბელე უნდა გაყიდოს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ლიონი მზადაა ჰოლანდიელი შემტევი 25 მილიონი ევროს + ბონუსების სანაცვლოდ გაუშვან კლუბიდან, თუმცა თავის მხრიდ «ბარსელონას» უსმან დემბელეს გაყიდვა სჭირდება.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგი შემტევით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული, თუმცა სატრანსფერო ფასი ინგლისელებს ეძვირათ. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კატალონიელებმა მზადყოფნა გამოთქვეს წითელ ეშმაკებს ფასდაკლება გაუკეთონ და დემბელე 66 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან გუნდიდან.
Memphis Depay has the agreement with Barça. OL are ready to accept €25m + add ons bid from Barça for Depay.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 4, 2020
Now Barça need to sell Démbélé. He’s open to join #MUFC. Talks on between the two clubs.
📲 More about #FCB, #MUFC and Eric Garcia: https://t.co/UIKfW3mnF1 #DeadlineDay https://t.co/ngv0dInn30
მანჩესტერ იუნაიტედი ჯეიდენ სანჩოს ტრანსფერს მიიჩნევს პრიორიტეტულად, რომლის სატრანსფერო უფლებებზეც ფასს დორტმუნდის ბორუსია არ აკლებს. გერმანელებს სანჩოს სანაცვლოდ 120 მილიონი ევროს მიღება სურთ.
ამრიგად თუ დორტმუნდის ბორუსიასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში უსმან დემბელე მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს, ხოლო მემფის დეპაი კატალონიელთა რიგებში ვიხილოთ.