ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს არგენტინა საკუთარ მოედანზე ეკვადორს უმასპინძლებს, ხოლო 13 ოქტომბერს ბოლივიას დაუპირისპირდებიან. ალბისელესტას შემადგენლობაში მოხდვა «კატალონიის ბარსელონას» ფორვარდი ლიონელ მესი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი სანაკრებო მატჩებში 3 თვიანი დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი. ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია ჩილესთან ამერიკის 2019 წლის თასის ეგიდით გამართული დაპირისპირების შემდეგ კონმებოლის მიმართ კრიტიკული განცხადებების გამო მიესაჯა.
მას შემდეგ კატალონიელთა კაპიტანი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში აღარ გვიხილავს.
#SelecciónMayor Lista definitiva de futbolistas convocados para los próximos encuentros de Eliminatorias ante Ecuador y Bolivia. pic.twitter.com/b80z7ePx2t
— Selección Argentina 🇦🇷 (@Argentina) October 4, 2020