«მაიამიმ» «ლეიკერსი» დაამარცხა და სხვაობა შეამცირა

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ბატლერი გახდა, ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 40 ქულა, 11 მოხსნა და 13 ასისტია. ლოს ანჯელეს ლეიკერსის რიგებში თავის გამოჩენა ლებრონ ჯეიმსმა მოახერხა, რომლის მონაგარიც 25 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა.
მაიამი ჰიტისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მორიგი დაპირისპირება 7 ოქტომბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
NBA პლეი-ოფი
ფინალური ეტაპი
მესამე მატჩი
«მაიამი» — «ლეიკერსი» — 115:104 (26:23, 32:31, 27:26, 30:24)
სერიის ანგარიში: 1-2