«მილანმა» დიოგო დალო არენდით აიყვანა

21-წლის პორტუგალიელი განაპირა მცველი «მანჩესტერელთა» რიგებში 2018/19 წლების სეზონიდან ირიცხება. წითელმა ეშმაკებმა დალოს სანაცვლოდ პორტუს 22 მილიონი ევრო გადაუხადეს. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იჯარის ვადა 1 სეზონით განისაზღვრა და 2021 წლის ივნისის ბოლოს დიოგო დალო კვლავ ინგლისში დაბრუნდება.
21-წლის პორტუგალიელმა იტალიურ გრანდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და არენდის ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი. დიოგო დალო მილანში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
Official Statement: @DalotDiogo ➡️ https://t.co/AdXpg9EK2Z
— AC Milan (@acmilan) October 4, 2020
Comunicato Ufficiale: Diogo Dalot ➡️ https://t.co/wd9Ur492jR#ReadyToUnleash #SempreMilan pic.twitter.com/6O1pD74P0V