ფლიკი: კალუმი უნიჭიერესი ფეხბურთელია

”არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ კალუმი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია საკუთარ პოზიციაზე. მას შეუძლია ითამაშოს როგორც გარემარბად, ისე ეგრედ წოდებულ "ათიანზეც". მართლაც ნიჭიერი მოთამაშეა. "ბაიერნში" გამართულ დისკუსიებში, მისი სახელი ხშირად ფიგურირებდა" - ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი ჰანსი ფლიკის სიტყვებს.
მიუნხენის "ბაიერნს" ზემოხსენებული ფეხბურთელის აყვანა არენდის წესით სურს. ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს ე.წ გამოსყიდვის ოფციას. დასავლური პრესა 19 წლის შემტევის მიმართ, მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესზე 2019 წლიდან წერს.