მოურინიო: "იუნაიტედი" სწორი გზით მიდის

მოურინიო: "იუნაიტედი" სწორი გზით მიდის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, მანჩესტერ "იუნაიტედის" შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

”ეს გუნდი წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ახალგაზრდა ფეხბურთელები დაღვინდნენ, მათ მეტი გამოცდილება შეიძინეს. კლუბმა იყიდა ხარისხიანი მოთამაშეებიც. მათ შეცვალეს გუნდის შემადგენლობა. ზოგი ფეხბურთელი, ვინც ჩემთან მუშაობდა, ან გუნდიდან წავიდა ან სათადარიგო სკამზე ზის. ასე რომ, გუნდში დიდი ევოლუცია მოხდა. მათ აქვთ ამბიცია და პასუხისმგებლობა მოიგონ ტიტულები, რომლებიც დიდი ხანია არ აქვთ მოპოვებული. ბოლო ტიტული ევროპის ლიგა იყო, ამიტომ ამ გუნდს აქვს მოტივაცია და შესაბამისი პოტენციალი. ეს ძალიან კარგი გუნდია."

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ისინი შეძლებენ და მოიგებენ ტიტულებს. გუნდი ამ მიმართულებით მოძრაობს. ახალგაზრდები ასაკში შედიან, გამოცდილებას იძენენ. რაშფორდი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ის ბავშვი აღარ არის. ის სანახაობრივი ფეხბურთელი გახდა. ეს უბრალოდ ისე, მაგალითისთვის. ისეთი ბიჭები, როგორიცაა მატიჩი, ისევ ამ გუნდში არიან - ბალანსისათვის, გუნდის ემოციური თანასწორობისთვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კლუბი განვითარებას განაგრძობს”
- აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი გამოცემა Sky Sports -თან მიცემულ ინტერვიუში.

ინგლისის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში მანჩესტერ "იუნაიტედი" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.