პეპ გვარდიოლა: ურთულეს ჩემპიონატში ვასპარეზობთ

პეპ გვარდიოლა: ურთულეს ჩემპიონატში ვასპარეზობთ მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, "ლიდს იუნაიტედთან" გამართულ მატჩს აფასებს. შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით განვლილი დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"სამი მატჩის შემდგომ, იმის შესახებ ფიქრს, არ ვიწყებ შევძლებ თუ არა ჩემპიონატის მოგებას. მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც ფეხბურთელებმა ამ დრომდე აჩვენეს. რამდენიმე ასპექტის გაუმჯობესება გვმართებს, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ჩვეული რეზულტატიდან. ბოლომდე ვითავისებ, თუ რამდენად რთულ ლიგაში გვიწევს ასპარეზობა."

"ლიდს იუნაიტედთან" სრულიად სხვაგვარი მატჩი იყო, ვიდრე ეს "ლესტერთან" ვიხილეთ. მაშინ ჩვენ მატჩზე კონტროლი დავკარგეთ. აქ კი თამაშში სრული 90 წუთი დავრჩით. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. რა თქმა უნდა, ლიგის მწვერვალიდან ძალიან შორს ვართ, აუცილებელია მატჩების მოგება დავიწყოთ. ეს ნამდვილი მარათონია. უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც მსგავსი სიტუაცია. საზოგადოება გამარჯვებულს სათანადო პატივს მიაგებს. ეს როგორც სურნელი ისეა : როდესაც იმარჯვებ სასიამოვნო სურნელს აფრქვევ, როდესაც მარცხდები - არასასიამოვნოს."
- ციტირებს პეპ გვარდიოლას სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.