Mundo Deportivo : ხოსეპ მარია ბართომეუ ნეიმარის შესახებ საუბრობს

"შეუძლებელია იყიდო ფეხბურთელი, რომლის გაყიდვა კლუბს არ სურს. ჩვენ ამის მცდელობა გასულ ზაფხულს გვქონდა. "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარს ტრანსფერზე არ აყენებს. ეს ნორმალურია. ტოპ-კლუბი ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი წამყავნი მოთამაშეები. სეზონის განახლებამდე ჩვენ მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობასაც ვესაუბრებოდით ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ეს კომუნიკაცია შეწყდა, რადგანაც ტურნირები განახლდა. ახლა მილანელები ევროპის ლიგის ფინალით არიან დაკავებულნი, ჩვენ კი ახალ მწვრთნელს დ ახალ სპორტულ დირექტორს ველით. დაველოდოთ, როგორი იქნება მათი გეგმები."-ციტირებს Mundo Deportivo "ბარსელონას" ხელმძღვანელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, კატალონიურმა გრანდმა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე არადამაჯერებელი თამაშის გამო კიკე სეტიენი დაითხოვა. "ბარსელონამ" მიუნხენის "ბაიერნთან" გამართულ 1/4 ფინალურ შეხვედრაში გამანადგურებელი მარცხი - ანგარიშით 8:2 იგემა.