«პსჟ» მოიზ კინს არენდით აიყვანს

«პსჟ» მოიზ კინს არენდით აიყვანს The Athletic-ის ჟურნალისტის, ადამ კრაფტონის, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პარი სენ-ჟერმენი» «ევერტონის» იტალიელი თავდამსხმელის მოიზ კინის იჯარის ხელშეკრულებით აყვანასთან ახლოსაა.

20-წლის ფორვარდი იტალიური ტორინოს აღზრდილია, რომელიც სხვადასხვა წლებში ტურინის იუვენტუსის ასაკობრივი გუნდების ღირსებას იცავდა, ხოლო 2019/20 წლების სეზონიდან ევერტონში გადავიდა.

ინგლისელებმა მოიზ კინის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ბებერ ქალბატონს €27.50 მილიონი ევრო გადაუხადა. იტალიელ ფორვარდ მოქმედი კონტრაქტი ევერტონთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.


ადამ კრაფტონის ინფორმაციით 2020/21 წლების სეზონს კინი ფრანგულ «პსჟ»-ში გაატარებს. დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც არენდის ხელშეკრულება გაფორმდება.

transfermarkt-ის ინფორმაციით მოიზ კინის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.