"ჩელსის" უარი მიუნხენის "ბაიერნს"

მიუნხენის "ბაიერნის" წინადადებაში გათვალისწინებული იყო ეგრედ წოდებული გამოსყიდვის ოფციაც. თუ ბაიერნი 70 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიდა, მას ექნებოდა შესაძლებლობა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები გამოესყიდა. მიუხედავად მსუყე წინადადებისა, ლონდონელებმა გერმანელი კოლეგები უარით გაისტუმრეს - აღნშნავს გამოცემა.
კალუმ ჰადსონ ოდოი, ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში 2019 წლიდან ირიცხება. 19 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. კალუმი სათამაშო ამპლუით მარცხენა შემტევი ნახევარმცველია. ფეხბურთელის ტექნიკური სპონსორია კომპანია adidas.
კალუმ ჰადსონ ოდოი