ულრაიხი "ჰამბურგში" გადაბარგდა

ულრაიხი "ჰამბურგში" გადაბარგდა მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი სვენ ულრაიხი ამიერიდან "ჰამბურგის" ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელმა ხსენებულ კლუბთან 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შესაბამის ინფორმაციას "ჰამბურგის" პრეს-სამსახური ავრცელებს. სატრანსფერო თანხამ 500 000 ევრო შეადგინა.

ულრაიხი მიუნხენის "ბაიერნში" 2015 წლიდან ასპარეზობდა. "შტუტგარტიდან" მისი ტრანსფერი 3,5 მილიონ ევრო დაჯდა. მეკარემ მიუნხენურ კლუბში სულ 70 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 77 გოლი, ხოლო 22 შეხვედრაში კარები მშრალად შეინახა.

2019 წელს ულრაიხი პირველად მიიწვიეს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მანამდე "ბაიერნმა" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "შალკე 04" -ის ახალგაზრდა მეკარესთან - ალექსანდრ ნიუბელთან. ფეხბურთელი "ბაიერნში" 2020 წლის 1 ივლისს გადავიდა. მიუნხენელები არ აპირებენ ნიუბელის არენდის წესით გაშვებას და ელიან, რომ ის მეორე მეკარე გახდება, მანუელ ნოიერის შემდეგ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.