რობინ ლენერი: უბედნიერესი ვარ

რობინ ლენერი: უბედნიერესი ვარ რობინ ლენერმა "ვეგასთან"-5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის პრობლემებზე. მეკარეს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს.

”სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ რამდენად ბედნიერები ვართ მე და ჩემი ოჯახი, ბოლოს და ბოლოს სახლი ვიპოვე. განსაკუთრებით ისეთ ფანტასტიკურ ადგილას, როგორიცაა ლას – ვეგასი, ამ შესანიშნავი გუნდითა და ორგანიზაციით. აქ მოსასვლელად დიდი გზა გავიარე. ამაზე მეტად ბედნიერი ვერ ვიქნები. შეიძლება შეცდომები დაუშვა, მაგრამ მათგან უნდა ისწავლო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთმა განსაკუთრებულმა ადამიანმა ამ გზაზე დახმარება აღმომიჩინა. ეს ასევე დიდი გამარჯვებაა მათთვის, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებს.

მაქვს ბიპოლარული აშლილობის პირველი დონე, პოსტ-ტრავმული სტრესი, შფოთვა. თუმცა არაფერია საშიში. აბებს ვსვამ. ასევე ვმუშაობ ფსიქოთერაპევტთან და აქაც არაფერია განსაკუთრებული. თქვენ ბევრს შრომობთ თქვენს პრობლემებზე და შეგიძლიათ ჯილდო დაიმსახუროთ. ვინც არ უნდა იყოთ და ვისთანაც არ უნდა გქონდეთ საქმე. ეს მომავლის იმედს იძლევა. მადლობა ვეგასს, რომ მენდო
“ - წერს მეკარე სოციალურ ქსელში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.