კუმანი: მესი საუკეთესოა

კუმანი: მესი საუკეთესოა კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, "ბლაუგრანას" არგენტინელი შემტევის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

”ის ყოველთვის გამორჩეულად ვარჯიშობდა და კარგად თამაშობდა. დღის მანძილზე არანაირი პრეტენზია არ არის. როგორც კაპიტანი, ის ძალიან დაეხმარა გუნდს "სელტასთან" გამართულ მატჩში. მესი მსოფლიოში საუკეთესოა, ახლა კი, როდესაც ვარჯიშზე ამას საკუთარი თვალებით ვხედავ, კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში” - ციტირებს კუმანის კომენტარს გამოცემა AS-ი.

კუმანმა ასევე ისაუბრა ერიკ გარსიას შესაძლო ტრანსფერზეც: "გვსურს ერიკ გარსია აქ ვიხილოთ. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ, მაგრამ ვიცით, რომ ფინანსურად სიტუაცია გართულებულია. ინტერესი არსებობს, მაგრამ ვერ გეტყვით, მივაღწევთ თუ არა მიზანს" - აცხადებდა კუმანი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.