ადებაიომ და დრაგიჩმა შესაძლოა «ლეიკერსთან» მესამე მატჩი გამოტოვონ

ადებაიომ და დრაგიჩმა შესაძლოა «ლეიკერსთან» მესამე მატჩი გამოტოვონ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი მაიამი ჰიტისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის შორის 5 ოქტომბერს თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

გამოცემა The Athletic ინსაიდერი შეიმს ჩარანია ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გუნდებს შორის მორიგი დაპირისპირება მაიამი ჰიტის ორმა წამყვანმა კალათბურთელმა ბამ ადებაიო და
გორან დრაგიჩმა შესაძლოა გამოტოვონ.

აღსანიშნავია, რომ ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ნახსენებმა კალათბურთელებმა ტრავმის გამო გამოტოვეს. დრაგიჩს არცხენა ფეხზე ქუსლზე აქვს პრობლემა, ხოლო ადებაიოს მარცხენა მხარზე და კისერზე აქვს პრობლემა.


შეგახსენებთ, რომ მეორე მატჩი «ლეიკერსსა» და «მაიამის» შორის ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 124-114 დასრულდა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.