პირლო: რონალდუ სამაგალითოა

პირლო: რონალდუ სამაგალითოა ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, პორტუგალიელი შემტევის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

”რონალდუ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ის პირველი მოდის ვარჯიშებზე და ყველაზე ბოლოს მიდის სახლში. კრიშტიანუმ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე გაგრძელდება. ვისურვებდი, რომ მას ყველა თამაშში ერთი ან ორი გოლი გაეტანა. ის ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი ფეხბუთელია.

რომში, ერთი ფეხბურთელით ნაკლები გვყავდა [წითელი ბარათის გამო], ის კი მატჩის ბოლომდე ძალიან ეხმარებოდა "იუვენტუსს". რონალდუ ნამდვილად სამაგალითო ფეხბურთელია"
- აცხადებს პირლო.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა შემტევმა ორი თამაში ჩაატარა, სადაც სამი გატანილი გოლით გამოირჩა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ