«მანჩესტერ იუნაიტედი» ურუგვაელ ნახევარმცველს ყიდულობს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით წითელმა ეშმაკებმა პენიაროლის 18 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი ფაკუნდო პელისტრი შეიძინეს. ჟურნალისტი იტყობინება, რომ ფეხბურთელი ინგლისურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
რამდენადაც ცნობილია 18-წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. ნიკოლო სკირა წერს, რომ პენიაროლის მესვეურებს ფეხბურთელის იანვრამდე არენდის წესით შენარჩუნების იმედი აქვთ.
Done deal! Facundo #Pellistri (born in 2001) to #ManchesterUnited from #Penarol. 5-year contract. Medicals already scheduled for tomorrow. Penarol hope to keep him until January on loan for Copa Libertadores. #AtleticoMadrid and #OL were also interested. #transfers #MUFC #mutd
— Nicolò Schira (@NicoSchira) October 4, 2020
შეგახსენებთ, რომ იანვარში იწყება კოპა ლიბერტადორესი.