«ბარსელონა» მზადაა «მანჩესტერს» უსმან დემბელეს ფასი დაუკლოს

«ბარსელონა» მზადაა «მანჩესტერს» უსმან დემბელეს ფასი დაუკლოს Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «კატალონიის ბარსელონას» მესვეურები მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და «მანჩესტერ იუნაიტედს» უსმან დემბელეს სატრანსფერო ფასი დაუკლონ.

წყაროს ინფორმაციით კატალონიელები მზად არიან ფრანგი ფეხბურთელი 66 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ესპანურმა გრანდმა დემბელეს სანაცვლოდ დორტმუნდს 104 მილიონი ევრო გადაუხადა.

Mirror იტყობინება, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია «მანჩესტერ იუნაიტედის» პოზიცია. გავრცელებული ხმების თანახმად ინგლისური გრანდის პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზანს ჯეიდენ სანჩო წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებს სანჩოს შემთხვევაში სატრანსფერო ღირებულების პრობლემა აქვთ. დორტმუნდელები 120 მილიონ ევროს ითხოვენ. შესაბამისად გამორიცხული არაა, რომ თუ გერმანული კლუბი სანჩოს ფასს არ დააკლებს წითელი ეშმაკები ბარსელონას წინადადებას დასთანხმდნენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ