«ვეგასმა» – «ჩიკაგო» დაამარცხა

შეხვედრა «ვეგასის» გამარჯვებით ანგარიშით 4:3 დასრულდა.
პირველ პერიოდში ჯონატან ტეივზმა და ალექს დებრინკეტმა «ჩიკაგოს» დაწინაურება შეძლეს, შეხვედრის 20-ე წუთზე მაკს პასიორეტიმ სხვაობა შეამცირა, ხოლო მეორე პერიოდის დასაწყისშივე მარკ სტოუნმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ანგარიშის გათანაბრებიდან ოთხი წუთის შემდეგ ბლექჰოუკსი კვლავ დაწინაურდა პატრიკ კეინის წყალობით, თუმცა ალექს მარტინესმა წონასწორობის აღდგენა ისევ მოახერხა. შეხვედრაში წერტილის დასმა ალექს ტაკმა შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 4-1 გახდა «ვეგასის» სასარგებლოდ.
«გოლდენ ნაითსი» დასავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალში გადის, სადაც «კოლორადო ეველანშსა» და «არიზონა კოიოტს» შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.