Mundo Deportivo: კუმანი უსმან დემბელეს შესახებ საუბრობს

Mundo Deportivo: კუმანი უსმან დემბელეს შესახებ საუბრობს კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უსმან დემბელესთან საუბარი არ ჰქონია.

”დემბელეზე ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო გუნდის შესაძლებლობები. თუ შემადგენლობაში შედის ცვლილებები, ნიშნავს, რომ ეს რაღაცისთვის არის აუცილებელი. თუ პედრიმ ორივე მატჩში ითამაშა, ეს მხოლოდ ვარჯიშზე მუშაობის გამო. როგორც ტრინკაოს შემთხვევაში ხდება. უსმანი ბარსელონას ფეხბურთელია. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ მის გადაწყვეტილებაზე. მომავალთან დაკავშირებით მასთან საუბარი არ მქონია ” - ციტირებს კუმანის სიტყვებს გამოცემა Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემბელე შესაძლებელია მანჩესტერ "იუნაიტედში" ვიხილოთ. პრესაში იწერებოდა, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა "ბარსელონას" ტექნიკურმა მდივანმა რამონ პლანესმა შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა - "მანჩესტერ "იუნაიტედთან" არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. დემბელე - "ბარსელონას" ფეხბურთელია. იმედს ვიტოვებთ, მიმდინარე წელს ის საკუთარ მაქსიმუმს წარმოაჩენს. როგორც, რონალდ კუმანმა აღნიშნა ჩვენ ველოდებით, რომ მისი თამაშით სიამოვნებას მივიღებთ." - აცხადებდა რამონ პლანესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.