გვარდიოლა: საინტერესო მატჩი იყო

”ეს იყო საინტერესო, კარგი თამაში. ორივე გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ უფრო მეტად უნდა მოგვეპოვებინა უპირატესობა. მე ვიცი, რა სიტუაციაშიც ვიმყოფებით და ისიც ვიცი, რატომ ვართ ასეთ მოცემულობაში. რამდენიმე პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ დასახულ მიზნამდე. სამწუხაროდ, ხუთი ქულა დავკარგეთ.” - ციტირებს გამოცემა Goal-ი გვარდიოლას სიტყვებს.
"ლიდს იუნაიტედმა", რომელმაც სამ ტურში 7 ქულა დააგროვა, ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილში - მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. მანჩესტერ "სიტი" მე-11 ადგილზეა. ჩემპიონატს მოპოვებული 12 ქულით "ევერტონი" ლიდერობს.